02:21 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-06 12:09:43, 403 ნახვა

სამართალი
ლილუაშვილი - ნიკა გვარამია მარნეულის იზოლატორიდან წამოიყვანეს და არცერთი მისი ადვოკატი საქმის კურსში არ ჩააყენეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ისე გადაიყვანეს, რომ ადვოკატებისთვის არ უცნობებიათ,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მეუღლემ, სოფო ლილუაშვილმა გვარამიაზე საუბრისას თბილისის საქალაქო სასამართლოში „მთავარ არხს“ განუცხადა.

ლილუაშვილის თქმით, დილიდან გვარამიას ადვოკატები რეკავდნენ იზოლატორშიც და სასამართლოშიც, რომ გაერკვიათ რომელ საათზეა ჩანიშნულ პროცესი და პასუხი ვერ მიიღეს.

„უკანონობის ზენიტში ვართ, ადამიანი მარნეულის იზოლატორიდან დიღმამდე წამოიყვანეს და არცერთი მისი ადვოკატი საქმის კურსში არ ჩააყენეს. დილიდან ნიკას ადვოკატები რეკავდნენ იზოლატორშიც და სასამართლოშიც, რომ გაერკვიათ რომელ საათზეა ჩანიშნულ პროცესი და არავინ პასუხს არ გვცემდა. გარეთ დიდი მობილიზაციაა პოლიციელების.  არ ვიცი, რას აპირებენ, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ყველანაირი კანონი ამ ქვეყანაში ირღვევა“,- ამბობს ლილუაშვილი.

შეგახსენებთ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია 4 დეკემბერს დააკავეს.

დაკავება პარტია „დროას“ ოფისთან მას შემდეგ მოხდა, რაც ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე გვარამია მივიდა და სამართალდამცველებისგან მოითხოვა, რომ იურისტის სტატუსით შეეშვაათ პარტიის ოფისში, სადაც ჩხრეკა მიმდინარეობდა.

აღნიშნულს პოლიციასა და გვარამიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, რის შემდეგაც ოპოზიციური კოალიციის ლიდერი დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics