|
2015-02-14 11:19:37, 1017 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დასახელებულ კანდიდატებს ხვდება
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დასახელებულ კანდიდატებს ხვდება. შეხვედრა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში მიმდინარეობს. პრეზიდენტმა დასახელებულ კანდიდატებს სიტყვით მიმართა და მათ ამ პროცესში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. „მე მინდა მადლობა გითხრათ იმისთვის, რომ მობრძანდით და მონაწილეობა მიიღეთ ჩემი აზრით, ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო დემოკრატიულ პროცესში, რომელიც წარიმართა საქართველოში და სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებაში. დემოკრატია არ არის მხოლოდ არჩევნები, დემოკრატია არის ჩართულობა და მონაწილეობა საზოგადოებისა, მოქალაქეების, როდესაც ისინი აყალიბებენ თავიანთ აზრს და თავისი შეხედულებით გავლენას ახდენენ სახელისუფლებო ინსტიტუტებზე და თანამონაწილეობენ სახელისუფლებო გადაწყვეტილებებში და პოლიტიკის ჩამოყალიბებაში. აქედან გამომდინარე, ის პროცესი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ და რომლის მონაწილენიც თქვენ ხართ, ჩემი აზრით წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი საზოგადოების ჩართულობისა და დემოკრატიული გაძლიერების თვალსაზრისით“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)