23:10 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-05 14:27:13, 359 ნახვა

პოლიტიკა
ცაჰკნა - ევროკავშირის კარი ღია იყო იქამდე, სანამ საქართველოს მთავრობა არ დახურავდა - ამ ყველაფერს EU-ის მხირდან შედეგები მოჰყვება

შემიძლია ძალიან პირდაპირ და მკაფიოდ ვთქვა, რომ საქართველოს მთავრობა და მმართველი პარტია ატყუებდა ქართველ ხალხს - მათ მოატყუეს ევროკავშირი, ჩვენ მხარს ვუჭერდით მათ გზას ევროკავშირისკენ,- ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ განაცხადა.

როგორც ცაჰკნამ აღნიშნა, ევროკავშირის კარი იყო ღია იქამდე, სანამ საქართველოს მთავრობა კარს არ დახურავდა.

„შემიძლია ძალიან პირდაპირ და მკაფიოდ ვთქვა, რომ საქართველოს მთავრობა და მმართველი პარტია ატყუებდა ქართველ ხალხს. მათ მოატყუეს ევროკავშირი, რადგან ჩვენ მხარს ვუჭერდით მათ გზას ევროკავშირისკენ.  ჩვენ შევთანხმდით მრავალ ნაბიჯზე, რომელსაც მთავრობა არ მიჰყვა და საჯაროდ იტყუებოდნენ, რომ ისინი პირობებს ასრულებდნენ. მაგრამ ისინი სულ სხვა მიმართულებით მიდიოდნენ.

ევროკავშირის კარი იყო ღია იქამდე, სანამ საქართველოს მთავრობა არ დახურავდა კარს. რისი თქმაც შემიძლია ახლა არის ის, რომ ამ ყველაფერს შედეგები მოჰყვება ევროკავშირის მხირდან. ჩვენ შევაჩერეთ ევროინტეგრაციის პროცესი. ჩვენ ასევე ვაპირებთ ვისაუბროთ საქართველოს შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე. იქნება სანქციები, კონკრეტული ნაბიჯები უმაღლესი თანამდებობის პირებისა და დიპლომატების წინააღმდეგ. ვიზალიბერალიზაციის  შეჩერების საკითხი დევს მაგიდაზე, საქართველოს მთავრობამ უნდა გაიაზროს, რომ სწორედ მათ მოატყუეს საკუთარი ხალხი და მათ გაწყვიტეს შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირს შორის. მე თავად ვნახე თბილისში ყოფნის დროს ფეიკკამპანიები ევროკავშირის წინააღმდეგ“,- განაცხადა ცაჰკნამ „TV პირველთან“ საუბრისას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics