23:10 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-05 13:32:04, 384 ნახვა

პოლიტიკა
ჯაფარიძე - მარტო გდდ არ გვარბევს - ბევრი სიაა კიდევ დასადები

მარტო გდდ არ გვარბევს,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

ჯაფარიძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის გარდა, თბილისში, რუსთაველის გამზირე მიმდინარე საპროტესტო აქციების დაშლაში ასევე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურების სპეცრაზმები მონაწილეობენ.

„მარტო გდდ არ გვარბევს - ფინანსურის სპეცრაზმი, პენიტენციურის სპეცრაზმი, სუს-ის სპეცრაზმი, კერძო დაცვის კომპანიების ხალხი, სპორტული ფედერაციების ხალხი, და კიდევ ხეზ ვინ. ბევრი სიაა კიდევ დასადები“,- წერს ჯაფარიძე „ფეისბუქის“ გვერდზე.

შეგახსენებთ, თბილისში, პარლამენტთან საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირთან დაკავშირებული გადაწყვეტილება გაახმოვანა. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics