00:38 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-04 17:27:16, 325 ნახვა

პოლიტიკა
ღლონტი - დაკავების და ყველანაირი საფრთხეც იქნება, ამოიღეს ტექნიკა, პირადი მობილური და ლეპტოპი

დაკავების და ყველანაირი საფრთხეც იქნება, ამოიღეს ტექნიკა, პირადი მობილური და ლეპტოპი,- ასე ეხმაურება „ფეისბუქ-ჯგუფ“ „დაიტოვეს“ ადმინისტრატორი ილია ღლონტი მის სახლში პოლიცის მიერ ჩხრეკის ჩატარებას.

ღლონტის განცხადებით, ეს არის ძალადობა და დაშინების მცდელობა.

„ყველა ხედავს, რაც ხდება ჯგუფშიც. არაფერი განსაკუთრებული, რა თქმა უნდა, არ ხდება. ეს არის ცალსახად დაშინება და იმის მცდელობა, რომ ადამიანებმა შეწყვიტონ პროტესტი. ყველას მოვუწოდებ, რომ თუ თქვენ დღეს ხმას არ ამოიღებთ, ზუსტად იგივე მოხდება, რაც მოხდა ჩემ მიმართ. ხვალ, ზეგ თქვენ თავისუფალი აზრს ვერ გამოხატავთ. ამის გამო მოგადგებიან თქვენც, არ უნდა შევშინდეთ. ბრძოლა ახლა იწყება, უნდა ვიყოთ ერთად. მე ვლაპარაკობ, იმ ადამიანების სახელით, ვისაც ვუყურებ ყოველდღე აქციებზე. ეს არის ძალადობა, დაშინება. ამის გადმოტანა უნდათ იმისთვის, რომ ვიღაცამ შეაჩეროს მოქმედება, თავისუფალი აზრის გამოხატვა. ამოიღეს ტექნიკა, ჩემი პირადი მობილური და ლეპტოპი. ეს არის დაშინება, რომ ადამიანებმა შეწყვიტონ პროტესტი“,- განაცახადა ილია ღლონტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics