2024-12-04 15:59:25, 453 ნახვა
პოლიტიკა
ზახაროვა - საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის მზად ვართ იმდენად, რამდენადაც ამისთვის თბილისი მზად იქნება
ჩვენ საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის მზად ვართ იმდენად, რამდენადაც ამისთვის თბილისი მზად იქნება,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
ზახაროვას თქმით, მოსკოვს ქართველი ხალხის გონიერებისა და კეთილშობილების სჯერა.
„რაც შეეხება საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების შემდგომ პერსპექტივებს, ჩვენ ამ გზის გავლისთვის მზად ვართ იმდენად, რამდენადაც ამისთვის თბილისი მზად იქნება. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს მოსახლეობას საკმარისი წინდახედულობა და რწმენა ეყოფა, რომ სხვის ბინძურ და ძალიან საშიშ თამაშში მარიონეტი არ გახდეს“,- განაცხადა ზახაროვამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,