02:12 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-03 17:57:12, 265 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე ეუთო/ოდირის მიერ გამოქვეყნებულ წერილზე - ეს არის პასუხი, კულმინაცია იმაზე, თუ როგორ ჩატარდა ჩვენი არჩევნები

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ, მას შემდეგ, რაც საპარლამენტო არჩევნებში სასურველი შედეგი ვერ მიიღო, არჩევნების გაყალბების შესახებ განცხადებები და სპეკულაციები დაიწყო.

ამის შესახებ მან ეუთო/ოდირ-ის მიერ გამოქვეყნებულ იმ წერილთან დაკავშირებით განაცხადა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოში 26 ოქტომბერს არჩეულ პარლამენტთან ითანამშრომლებენ.

„ეს არის პასუხი, კულმინაცია იმაზე, თუ როგორ ჩატარდა ჩვენი არჩევნები. არაერთი განცხადება, შეფასება გაკეთდა მათ მიერ. მთელი ამ ხნის განმავლობაში, „წვრილფეხა“ რადიკალების მხრიდან ვისმენთ განცხადებებს, რომ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით უამრავი ფაქტი არსებობს, თუმცა დღემდე ერთი კონკრეტული ფაქტი არ არის წარმოდგენილი. ეს არის უბრალოდ სპეკულაციები. ჯერ იზეიმეს, თავიანთ ამომრჩეველს უთხრეს, რომ ვითომ მოიგეს არჩევნები და შემდეგ დაიწყეს აღნიშნული არჩევნების „გაშავება“, რადგან მათ სასურველი შედეგი ვერ მიიღეს. ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ უთხრა არა - ბოროტებას, რადიკალიზმს, იმ სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლებს, რომლებიც ქვეყანას ცხრა წლის განმავლობაში მართავდნენ. ეს არის მოცემულობა და ამის შემდეგ დაიწყეს ის განცხადებები, რასაც ვისმენთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ეუთო/ოდირის მისამართით“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics