03:31 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-03 14:45:32, 432 ნახვა

პოლიტიკა
ყოფილი საჯარო მოხელეები - საქართველოს მოსახლეობის თავისუფალ ნებაზე სასტიკ ძალადობას კატეგორიულად ვგმობთ

საქართველოს მოსახლეობის თავისუფალ ნებაზე სასტიკ ძალადობას კატეგორიულად ვგმობთ,- ამის შესახებ ყოფილი საჯარო მოხელეები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

როგორც ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, თითოეული საჯარო მოხელის თავდაუზოგავი მუშაობის შედეგად, ბევრი წარმატება იქნა მიღწეული ქვეყნის ევროინტეგრაციის მიმართულებით.

„ჩვენ მრავალი წელი გავატარეთ საჯარო სამსახურში და ყოველდღიური საქმიანობის ფარგლებში გულწრფელად და თავდაუზოგავად ვემსახურებოდით ქვეყნის განვითარებას და მის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

თითოეული საჯარო მოხელის თავდაუზოგავი მუშაობის შედეგად, ბევრი წარმატება იქნა მიღწეული ქვეყნის ევროინტეგრაციის მიმართულებით.

თუმცა, ბოლო პერიოდში ხელისუფლების მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველო შორდებოდა მის ისტორიულ ევროპულ კურსს. დღეს კი, ჩვენი აზრით, დადგა მომენტი, როცა კითხვის ნიშნები აღარ არსებობს.

ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ საქართველოს მოსახლეობის თავისუფალ ნებაზე სასტიკ ძალადობას.

გვჯერა, რომ ბევრი ჩვენი დღეს მოქმედი კოლეგა ჩვენსავით იზიარებს დემოკრატიულ ღირებულებებს, ჩვენსავით მიაჩნია, რომ ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ კურსს და ისინიც შემოგვიერთდებიან, მათი თავისუფალი აზრის გამოხატვით“,- აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics