2024-12-03 13:15:53, 362 ნახვა
პოლიტიკა
აქტივისტ დოდი ხარხელის სახლთან პოლიციაა მობილიზებული
სამოქალაქო აქტივისტის, დოდი ხარხელის საცხოვრებელ სახლთან პოლიციაა მობილიზებული.
გამომძიებლები კონკრეტულ კითხვებს არ პასუხობენ, ამბობენ, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
სახლთან იმყოფებიან ხარხელის მეგობრები, რომლებსაც სადარბაზოში შესვლის უფლებას არ აძლევენ.
"დოდის იჭერენ. სახლთან შსს არის მოსული. სიმონ ჩიქოვანის 20, პირველი სადარბაზო. [...] შსს მეუბნება, რომ იძულების წესით შემოვა",- დაწერა ხარხელის ქმარმა, ლევან წიკლაურმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“.
ავტორი: ექსპრესნიუსი,