11:24 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-01 10:43:32, 342 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა  დავით ბაქრაძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა ნორვეგიის სამეფოს საგარეო   საქმეთა მინისტრთან ბორგე ბრენდესთან.  

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ნორვეგიის სამეფოში, ქ.ოსლოში სახელმწიფო მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ასევე, შეხვედრა გაიმართა სტურტინგის (ნორვეგიის პარლამენტი) საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტის წევრთან, პარლამენტის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან  მარიტ ნიბაკთან.

მხარეებმა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესსა და სხვადასხვა სფეროში განხორციელებულ, თუ  მიმდინარე რეფორმებზე იმსჯელეს. ქართული მხარის მიერ განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს მიერ ნატოს წევრობის გზაზე დაფიქსირებული პროგრესი. ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხზეც. მხარეების მიერ კმაყოფილებით აღინიშნა EFTA-თან (ნორვეგია,ისლანდია, ლიხტენშტეინი და შვეიცარია) მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება თავისუფალი ვაჭრობის თვალსაზრისით.

 „საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ EFTA-ს წარმომადგენლებთან დაასრულა მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი და ჩვენ უახლოეს მომავალში ველოდებით ხელმოწერას თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისა და საქართველოსა და EFTA-ს სახელმწიფოებს შორის. რა თქმა უნდა, საუბარი შეეხო ორმხრივ ურთიერთობებს, იმ მხარდაჭერას, რომელსაც ნორვეგია უცხადებს საქართველოს მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ასევე, აღსანიშნავია, რომ ნორვეგია არის შენგენის წევრი ქვეყანა, შესაბამისად, ის თავისუფალი მიმოსვლა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ გახდება ხელმისაწვდომი, გავრცელდება, ასევე, ნორვეგიაზეც“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრს სამუშაო ლანჩზე უმასპინძლა ევროპის ეკონომიკური ზონის და ევროკავშირის საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ელსბეთ ტრონსტადმა. ნორვეგიულმა მხარის წარმომადგენლებმა გამოხატეს მზაობა ნორვეგიის, როგორც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის, ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების მიმართულებით მდიდარი გამოცდილების გაზიარების თაობაზე. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics