2024-12-03 00:59:12, 422 ნახვა
პოლიტიკა
ჩეხეთში საქართველოს ელჩმა, თეა მაისურაძემ თანამდებობა დატოვა
ჩეხეთში საქართველოს ელჩმა, თეა მაისურაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მაისურაძემ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
მაისურაძის განცხადებით, ის საქართველოს ევროპული მომავლის ერთგული რჩება.
„დავწერე განცხადება გადადგომის შესახებ. დიდი პატივი იყო, რომ 2 წელი ვემსახურე ჩემი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. მე ვრჩები ერთგული საქართველოს ევროპული მომავლის!"- წერს თეა მაისურაძე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,