2024-12-02 23:10:07, 401 ნახვა
პოლიტიკა
აქციის მონაწილეები კვლავ ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან - პერიოდულად ვითარება იძაბება
აქციის მონაწილეები, რომლებიც პოლიციამ დაშალა, კვლავ ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან. ადგილზე ვითარება პერიოდულად იძაბება.
პოლიცია მოქალაქეების წინააღმდეგ პერიოდულად იყენებს გაზის კაფსულებს, რაც ვითარებას ართულებს.
რამდენიმე მომიტინგე გაზისა და ე.წ. წიწაკის სპრეის გამოყენების შედეგად შეუძლოდ გახდა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობების სახურავებზე პოლიციაა განთავსებული.
მოქალაქეები კი აცხადებენ, რომ არ დაიშლებიან.
ავტორი: ექსპრესნიუსი,