2024-12-02 21:58:45, 365 ნახვა
პოლიტიკა
თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ სპეცრაზმი დაიძრა
თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით სპეციალური დანიშნულების რაზმი დაიძრა.
სპეცრაზმი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიისკენ მიმდებარე ქუჩებიდანაც გადაადგილდება.
მათ უკან წყლის ჭავლის მანქანა მიჰყვება.
პარალელურად, ისმის გაფრთიხლება, რომ აქციის მონაწილეები დაიშალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მიმართ კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს გამოიყენებენ.
ასევე დაიწყო დაკავებები.
ავტორი: ექსპრესნიუსი,