20:40 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-14 10:55:20, 553 ნახვა

სამართალი
შსს-ს ინფორმაციით, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა

ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა, ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, შსს-ს აკადემიაში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის მეცხრე შეხვედრა გაიმართა.

სახელმწიფო კომისიის შეხვედრაზე უწყებებმა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგინეს ინფორმაცია ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ და შესაბამისი შეფასებები გააკეთეს.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ წინა თვეების მსგავსად, კანონმდებლობის აღსრულება ეფექტურად მიმდინარეობს და კვლავ შეინიშნება კლების აშკარა ტენდენცია.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს სტატისტიკური მონაცემებით, 2014 წლის ივნის-დეკემბერში, 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების 90%-ზე მეტი კლება დაფიქსირდა.

მიღწეული შედეგების ფონზე, შეხვედრაზე კომისიის წევრების მხრიდან აქცენტი გაკეთდა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლაში უწყებათშორისი მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სახელმწიფოს მხრიდან გატარებული, დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის წარმატებაზე.

ცნობისთვის, კომისიის შემადგენლობაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები შედიან. სახელმწიფო კომისია ყოველთვიურად იკრიბება და შესაბამისი კანონმდებლობის იმპლემენტაციასა და საქართველოში ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics