04:44 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-02 18:51:13, 272 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ყველა ეს მცდელობა უსუსურია, დღეს სახელმწიფო ინსტიტუტები ისე ძლიერია, როგორც არასდროს

თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში" ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, სადაც  მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა.

კახა კალაძის განმარტებით, "საზოგადოების პოლარიზაცია ხელოვნური პროცესია, რასაც რადიკალური ოპოზიციის მიერ მართული ჯგუფები უწყობენ ხელს".

"რადიკალების ხელწერა იყო და რჩება საზოგადოების ბულინგი, ყველა იმ ადამიანის ბულინგი და შეურაცხყოფა, ვინც მათ ავანტიურისტულ იდეებს არ იზიარებს. სოციალურ ქსელებში დაფინანსებული ე.წ. ფეიჯებით ორგანიზდება მივარდნა, ლანძღვა-გინება მათთვის არასასურველი ყველა პირის მიმართ, ვისაც განსხვავებული მოსაზრება აქვს. ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი. იგივეს აკეთებდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. შეიძლება პარტიებად დაიშალნენ, მაგრამ ეს ხალხი ყველა ნაცმოძრაობის წიაღიდან მოდის.

ყველა ეს მცდელობა უსუსურია, დღეს სახელწიფო ინსტიტუტები ისე ძლიერია, როგორც არასდროს. საქართველოს ხელისუფლება, რომელიც არის ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მიერ არჩეული და მისი ნდობით აღჭურვილი, არ დაუშვებს ქვეყნის და მოსახლეობის ინტერესების დაზიანებას. ყოველთვის დავიცავთ ჩვენს ქვეყანას, მის ეროვნულ ინტერესებს, ჩვენს ხალხს",-  განაცხადა კახა კალაძემ.

მანვე მადლობა გადაუხადა თბილისის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს კეთილსინდისიერი შრომისთვის, პროფესიონალიზმისთვის, რაც, მისი თქმით, ქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს.

"მინდა, მადლობა გადავუხადო თბილისის მუნიციპალიტეტის თითოეულ თანამშრომელს, რომელიც კეთილსინდისიერად ემსახურება საკუთარ ქალაქს, საკუთარ ქვეყანას და თავისი პროფესიონალიზმით ქმნის ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს",- აღნიშნა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics