2024-12-02 17:21:12, 335 ნახვა
პოლიტიკა
ფინეთის პრეზიდენტი - საერთო ეროვნული პროტესტი ცხადყოფს ქართველების სურვილს, ევროპული გზა გააგრძელონ
საერთო ეროვნული პროტესტი ცხადყოფს ქართველების სურვილს, ევროპული გზა გააგრძელონ,- ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
სტუბის თქმით, ქართველმა ხალხმა პროტესტი არ უნდა ჩაახშოს.
„პარტია „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ გაყინავს ქვეყნის ევროკავშირის გზას. ეს არის რადიკალური ცვლილება წინა პოლიტიკისგან, რომელიც ეფუძნებოდა ქვეყნის კონსტიტუციას. საერთო ეროვნული პროტესტი ცხადყოფს ქართველების ძლიერ სურვილს, გააგრძელონ ევროპული გზა. მათი პროტესტი არ უნდა ჩაახშონ“, - წერს ფინეთის პრეზიდენტი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,