04:44 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-02 15:03:52, 371 ნახვა

პოლიტიკა
გახარია - მივმართავ საქართველოს მეგობრებს აშშ-ში - სასწრაფოდ შემოიღეთ მიზანმიმართული პერსონალური სანქციები

მივმართავ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს მეგობრებს - ნუ დააკანონებთ „ქართული ოცნების“ მთავრობას, სასწრაფოდ შემოიღეთ მიზანმიმართული პერსონალური სანქციები,- ამის შესახებ ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ავრცელებს.

როგორც გახარიას მიმართვაშია აღნიშნული, „სანახევრო ზომები სახიფათოდ არასაკმარისია“.

„ქართველი ხალხი ქუჩაშია და ივანიშვილის რეჟიმის სასტიკ ძალადობას უძლებს. ნაცემი, თუმცა ვერ გაჩუმებულნი და მარტოდ დარჩენილები, მათი ეს სიმამაცე ასახავს თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლის შეუპოვარ გადაწყვეტილებას. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ მათი ბრძოლა - ეს არის ბრძოლა სამართლიანობისთვის, დემოკრატიისთვის ავტოკრატიის წინააღმდეგ. 

ქართველი ხალხი ისმენს თქვენს მხარდაჭერას, მაგრამ ითხოვს მოქმედებას - სიტყვები აღარ კმარა.

ქართველი ხალხი არ შეიძლება, იყოს მარტო ამ ბრძოლაში. დადექით მათ გვერდით ახლა, სანამ გვიანი არ არის!

სანახევრო ზომები სახიფათოდ არასაკმარისია. ნუ დააკანონებთ „ქართული ოცნების“ მთავრობას, სასწრაფოდ შემოიღეთ მიზანმიმართული პერსონალური სანქციები და ამ ქმედებებით, მხარი დაუჭირეთ ქუჩაში მყოფ ხალხს, რათა მივაღწიოთ არჩევნების ახალი თარიღის დანიშვნას - რომელიც უნდა ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში მთავარ ინსტიტუციებში ხელმძღვანელობის სრული ცვლილებით! მათ შორისაა: ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო), სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს), სახალხო დამცველის აპარატი, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და სახელმწიფო აუდიტის სამსახური“,- ნათქვამია გახარიას მიმართვაში, რომელიც მის „ფეისბუქზე“ გავრცელდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics