|
2024-12-02 15:19:50, 365 ნახვა
პოლიტიკა
სარჯველაძე - C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა გრძელდება ზუსტად იმავე ფორმატითა და შინაარსით, როგორც ამ დრომდე იყო
ჯანდაცვის მინისტრი C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის შეწყვეტასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პროგრამა ჩვეულებრივ ფორმატში გაგრძელდება და მისი შეჩერების შესახებ ინფორმაციის გავრცელება საფუძველს მოკლებულია. „უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში, სოციალური ქსელების მეშვეობით, ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მოკლებულია ყოველგვარ რეალობასა და საფუძველს. როგორც ჩანს, ის მიზნად ისახავს გარკვეული შიშებისა და პანიკის დათესვას, საზოგადოებაში, მიმდინარე, ჯანდაცვის პროგრამებთან დაკავშირებით. მათ შორის, მინდა, განსაკუთრებით გამოვყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამა შეიძლება, შეწყდეს. ასეთი განცხადებების გავრცელების, ან შიშის არავითარი მიზეზი, ობიექტურად, არავის გააჩნია. ეს პროგრამა გრძელდება, გრძელდება ზუსტად იმავე ფორმატითა და შინაარსით, როგორც ამ დრომდე იყო. გაუმჯობესება და განვითარება თუ ექნება, თორემ, შემცირებით, ან რაიმეს გამოკლებით, არაფერი იგეგმება. აქედან გამომდინარე, მინდა, საზოგადოება იყოს მშვიდად და არ აყვეს ასეთი ტიპის ინფორმაციებს, რომლებიც, როგორც ჩანს, ემსახურება ერთადერთ მზიანს - ცრუ პანიკა გამოიწვიოს საზოგადოებაში“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)