2024-12-02 13:06:48, 347 ნახვა
პოლიტიკა
„გარეთ ვარ“ - ზურაბ ჯაფარიძე გაათავისუფლეს
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ თავისუფალია.
ჯაფარიძე მცირე განცხადებასთან ერთად, ფოტოსაც აქვეყნებს.
„გარეთ ვარ“ - წერს ჯაფარიძე „ფეისბუქზე“.
ამასთან, ზურაბ ჯაფარიძის გათავისუფლების ფაქტი „ექსპრესნიუსს“ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ პრესსამსახურშიც დაუდასტურეს.
შეგახსენებთ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე დღეს, 2 დეკემბერს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე დააკავეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,