04:45 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-02 12:46:25, 351 ნახვა

პოლიტიკა
ხაზარაძე - ივანიშვილი უკვე პოლიტიკური ოპონენტების დაჭერაზე გადავიდა და ჰგონია, რომ სამართლიან პროტესტს ასე მოერევა

ივანიშვილი უკვე პოლიტიკური ოპონენტების დაჭერაზე გადავიდა და ჰგონია, რომ სამართლიან პროტესტს ქუჩაში ასე მოერევა,- ამის შესახებ „ძლიერი საქართვველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს.

ხაზარაძე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს, რომელიც აქციაზე დააკავეს, მხარდაჭერას უცხადებს.

„ჩემი მხარდაჭერა ზურაბ ჯაფარიძეს და ყველა დაკავებულ ახალგაზრდას, რომელიც ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძვის!

ივანიშვილი უკვე პოლიტიკური ოპონენტების დაჭერაზე გადავიდა და ჰგონია, რომ ასე მოერევა სამართლიან პროტესტს ქუჩაში. არაფერი გამოგივათ! ვერავის შეაშინებთ! თქვენი ამბავი დასრულებულია ჩვენ ჩვენი შვილების მომავლისთვის ვიბრძვით!“ - წერს ხაზარაძე.

შეგახსენებთ, დღეს, 2 დეკემბერს თბილისში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics