06:11 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-02 12:15:10, 320 ნახვა

პოლიტიკა
გორსა და ზუგდიდში სკოლის მოსწავლეები აქციას მართავენ

გორსა და ზუგდიდში სკოლის მოსწავლეები საპროტესტო აქციას მართავენ.

მოსწავლეები პროტესტის ნიშნად გაკვეთილებზე დასწრებას არ აპირებენ.

ამ დროისთვის, სასწავლო პროცესი ზუგდიდის ქართულ-ფრანგულ და მე-5 საჯარო სკოლებშია შეჩერებული.

„ჩვენ ვართ ახალგაზრდები, ყველაზე საჭირო ხალხი ამ ბრძოლაში. ამიტომ, ცვლილებები ჩვენგან უნდა დაიწყოს. რაც შეეხება პედაგოგებს, ძალიან მიხარია, რომ ეს ადამიანები ჩვენს გვერდით არიან. ისინი არიან ადამიანები, რომლებმაც თავის დროზე თავისუფლების ფასი გვასწავლეს“,- განაცხადა სკოლის მოსწავლემ ზუგდიდში „მთავარ არხთან“ საუბრისას.

გორში სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები აქციას საკრებულოს შენობასთან მართავენ.

„ეს აქცია სკოლებიდან დაიწყო. მე-3 საჯარო სკოლაში დიექტორმა ბავშვები სკოლაში ჩაკეტა, იმიტომ, რომ ისინი აქციაზე არ გამოვიდნენ“,- უთხრა სკოლის მოსწავლემ გორში „მთავარ არხს“.

შეგახსენებთ, მანამდე, სკოლის მოსწავლეებმა საპროტესტო აქცია ქუთაისშიც გამართეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics