2024-12-02 11:34:18, 411 ნახვა
პოლიტიკა
მიხელსონი - საქართველოს წინ კრიტიკული დღეები ელის - ევროკავშირმა მკაცრი სანქციების სახით ზომები უნდა მიიღოს
საქართველოს წინ კრიტიკული დღეები ელის, ევროკავშირმა მკაცრი სანქციების სახით ზომები უნდა მიიღოს,- ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხელსონი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
მიხელსონის განცხადებით, „საქართველოს თვითგამოცხადებული ხელისუფლება მიზანმიმართული ტერორის საშუალებით ცდილობს სახალხო რევოლუციის ჩახშობას“.
„საქართველოს თვითგამოცხადებული ხელისუფლება მიზანმიმართული ტერორის საშუალებით ცდილობს სახალხო რევოლუციის ჩახშობას.
საქართველოს წინ კრიტიკული დღეები ელის. ევროკავშირი განზე არ უნდა დადგეს, არამედ უნდა მიიღოს ზომები მკაცრი სანქციების სახით“, - წერს მიხელსონი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,