06:11 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-01 21:33:17, 358 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი - ოცნება დაბნეულია - არ ელოდებოდნენ ამგვარ საზოგადოებრივ რეაქციას

დღევანდელი განცხადებები მანიშნებელია, რომ "ოცნება" დაბნეულია - არ ელოდებოდნენ ამგვარ საზოგადოებრივ რეაქციას - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საგანგებო ბრიფინგზე საუბრობს. 

დღევანდელი განცხადებები პრემიერის, კვირა დღეს, პრემიერის, მერე პარლამენტის თავმჯდომარის, მხოლოდ იმისი მანიშნებელი არის, რომ საკმაოდ დაბნეული არის დღეს მმართველი პარტია, იმიტომ რომ არ ელოდებოდნენ ამგვარ საზოგადოებრივ რეაქციას. არამხოლოდ ქუჩის პროტესტს, რომელსაც ალბათ ელოდებოდნენ, მაგრამ უკვე აღარ იციან, როგორ მართონ, გარდა ძალადობის და ეს ძალადობა ბოლომდე ვეღარ იქნება და აქვს თავისი ლიმიტი და უფრო ალბათ კიდევ დაბნეულები არიან იმის მიმართ, რაც ხდება სამოქალაქო საზოგადოებაში, ბიზნესსექტორში, სხვადასხვა მიმართულებით და თუნდაც ეკლესიიდან როცა ახალი ხმები ისმის, რომელიც ასევე არ ეთანხმება ამ არალეგიტიმურ გადაწყვეტილებას, რომელიც გვაშორებს ევროკავშირიდან, ევროინტეგრაციიდან და მიჰყავს ეს ქვეყანა იქითკენ, საითკენაც არც ერთი ჩვენი წინაპარი არ მიდიოდა თავისი ნებით. ჩვენი ეკლესია ნამდვილად არასოდეს თავისი ნებით არ მიდიოდა და ეს არის ის მომავალი, რომელზეც ქუჩაში როგორც ყველა სხვადასხვა დაწესებულებაში, საქართველო დღეს უარს ამბობს, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics