|
2015-02-14 10:52:23, 638 ნახვა
სამხედრო
საჩხერის სამთო მომზადების სკოლას დაარსებიდან 9 წელი შეუსრულდა
ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლას დაარსებიდან 9 წელი შეუსრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საიუბილეო ცერემონიალი საჩხერის სამთო მომზადების სკოლის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვა ხელმძღვანელმა პირებმა მიულოცეს. დღესვე, საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ზამთრის შუალედური სამთო მომზადების კურსი ოფიციალურად დასრულდა. მინისტრის მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა და გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მსმენელებს კურსის წარმატებით დასრულების სერთიფიკატები გადასცეს და კარიერული წინსვლა უსურვეს. ცნობისთვის, სწავლება ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის (PFP) ფარგლებში ჩატარდა. ზამთრის კურსი ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 12 სამხედრო მოსამსახურემ გაიარა. წვრთნები ორ ეტაპად ჩატარდა. მომავალმა ინსტრუქტორებმა მთაში თოვლიან რელიეფზე გადაადგილების ხერხები, დაბრკოლებების გადალახვის, დაზარალებულის დახმარებისა და ევაკუაციის ტექნიკა შეისწავლეს და თოვლში თავშესაფრის მოწყობის უნარ-ჩვეულებები გამოიმუშავეს. კურსის ერთ-ერთ მთავარ მიზანს მაღალმთიან რელიეფზე, რთულ კლიმატურ პირობებში, საშტატო იარაღებიდან სროლის უნარ-ჩვევების დახვეწა წარმოადგენდა. სწავლებას საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორები ზედამხედველობდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)