10:34 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-01 15:13:31, 416 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ტრამპის ადმინისტრაციასთან ჩვენ გვქონდა არაპირდაპირი კომუნიკაცია და ველოდებით პირდაპირ კომუნიკაციას

ტრამპის ადმინისტრაციასთან ჩვენ გვქონდა არაპირდაპირი კომუნიკაცია და ველოდებით პირდაპირ კომუნიკაციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია. 

„ჩვენი მხრიდან იყო კომუნიკაცია, იყო არაპირდაპირი კომუნიკაცია და ველოდებით პირდაპირ კომუნიკაციას. ეს არის რაც შემიძლია, გითხრათ. უფრო მეტს ვერ გეტყვით ეს არის შიდა სამზარეულო, გვქონდა არაპირდაპირი კომუნიკაცია და ჩვენი სურვილია, შედგეს პირდაპირი კომუნიკაცია. 

ჩვენთვის მთავარია ტრამპის ადმინისტრაცია, ეს არის მთავარი დანარჩენი ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი, როგორც იტყვის ტრამპი, იქნება ისე, მანამდე სხვა ვიღაც ამბობდა რაღაცას და იმას მიყვებოდა ჰელსინკის კომისია, რასაც იტყვის ტრამპი, იქნება ისე, ამიტომ ჩვენთვის მთავარია დონალდ ტრამპთან ურთიერთობა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics