|
2024-12-01 14:52:28, 292 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ძალადობა მედიის წარმომადგენლების მიმართ არის გამორჩეულად მიუღებელი
ნებისმიერი ძალადობა არის კატეგორიულად მიუღებელი და ძალადობა მედიის წარმომადგენლების მიმართ არის კიდევ უფრო მიუღებელი, გამორჩეულად მიუღებელი, ეს არის ჩემი ძალიან მკაფიო პოზიცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არც ერთი მიმართულებით არ შეიძლება მედიის წარმომადგენლებზე ძალადობა. „კიდევ ერთხელ შემიძლია, მოვუწოდო ყველას, პირველ რიგში სამართალდამცველ სტრუქტურებს, რომ განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ, როდესაც საქმე ეხება მედიის წარმომადგენლებს. ამ მიმართულებითაც გუშინ თავიდან იყო არიდებული ინციდენტები, ეს ჩვენი მუშაობის შედეგია. მაქსიმალურად ყველა იყო გაფრთხილებული, მათ შორის ამოცნობადი ყოფილიყვნენ ჟურნალისტები, რაც მანამდე სამწუხაროდ, არ იყო უზრუნველყოფილი. გუშინ ამოცნობადი იყო, მათ შორის შესაბამისი ეკიპირებით ის, თუ ვინ იყო ჟურნალისტი და ვინ არა და მაქსიმალურად იქნა თავიდან არიდებული შესაბამისი ინციდენტები. ამაზე ვმუშაობთ და ამაზე გაგრძელდება მუშაობა. რაც შეეხება ჟურნალისტებზე ძალადობას, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აქ ჩვენ გვაქვს კატეგორიული პოზიცია და ვგმობთ ნებისმიერ ძალადობას. აქ ძალადობის ფორმა იგივე არ იყო, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, თუ რა ტიპის ძალადობა ხორციელდებოდა თქვენი კოლეგის მიმართ რამდენიმე დღის წინ, რაც არავის დაუგმია. ხშირად ფიზიკურ ძალადობაზე არანაკლები მძიმეა ფსიქოლოგიური ძალადობა, რაც მაგალითად ვიხილეთ მეგის, თქვენი კოლეგის მიმართ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, როდესაც არ გმობენ კონკრეტული ძალები ჟურნალისტის მიმართ ძალადობას, ამას ბევრი უყურებს და ამას აქვს ერთგვარი განზოგადებითი შედეგი, რაც კატეგორიულად მიუღებელია. „არც ერთი მიმართულებით არ შეიძლება მედიის წარმომადგენლებზე ძალადობა. მთავარია, რომ აქაც არ იყოს ორმაგი სტანდარტი. ჩვენ არ გვაქვს ორმაგი სტანდარტი, ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რომელი მედიის წარმომადგენელია. ჩვენ ვიცით, რომ გვაქვს კონკრეტული დამოკიდებულება ამა თუ იმ მედიასაშუალებების მიმართ, რომლებიც არასწორ საქმე ემსახურებიან, ეს არის ჩვენი სუბიექტური აზრი. ჩვენი შეხედულებაა, რომ არის საქართველოში სამი პარტიული ტელევიზია, რომელიც ემსახურება ჩვენი აზრით, არასწორ საქმეს, მაგრამ ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ აისახება ჩვენს დამოკიდებულებაზე ამ მედიასაშუალებების წარმომადგენლების მხრიდან. თქვენ იცით, როდესაც ბრიფინგზე მოდიან ამ მედიის წარმომადგენლები, მათ აქვთ ზუსტად იგივე საშუალება, რომ დასვან შეკითხვები და მიიღონ პასუხები, როგორც სხვა ტელევიზიების წარმომადგენლებს. თანასწორობა უფლებების დაცვა, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. ერთ-ერთი რაც განგვასხვავებს ჩვენ წინა ხელისუფლებისგან, არის სწორედ ეს. გახსოვთ, რა იყო მათი დამოკიდებულება მედიის მიმართ, როგორ შეიჭრნენ ტელეკომპანია „იმედში", როგორ წაართვეს კანონიერ მესაკუთრეს „რუსთავი 2", რა გაუკეთეს საზოგადოებრივ მაუწყებელს, როგორ შეიჭრნენ ტელეკომპანია „იბერიაში" და ა.შ. ჩვენი დამოკიდებულება არის რადიკალურად განსხვავებული. მედია არის უპრეცედენტოდ პლურალისტული, თავისუფალი ჩვენი ხელისუფლების პირობებში და ეს არის ის მიღწევა, რასაც განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით, შესაბამისად, ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, კვლავაც იქნება მაქსიმალურად მკაცრი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)