06:25 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-29 18:40:22, 914 ნახვა

საზოგადოება
„მშობელი თუ გადაწყვეტს, რომ ბავშვს პიკანტური სცენები აყურებინოს, ჩვენ ამაში ვერ ჩავერევით“ - კონტროლდება თუ არა ასაკობრივი შეზღუდვის წესების დაცვა კინოთეატრებში

ვისი მხრიდან ხდება კონტროლი, როდესაც კინოთეატრებში გადის ფილმები +18  და მას ბავშვები ესწრებიან. ვის უფლებამოსილებაში შედის აღნიშნული საკითხის გაკონტროლება?

როგორც „ექსპრესნიუსმა“ გაარკვია სახელმწიფო დონეზე ეს საკითხი არ რეგულირდება. ამის შესახებ არ არსებობს არავითარი ნორმა და ეს მხოლოდ კინოთეატრის დონეზე შიდაგანაწესების მიხედვით რეგულირდება.

„ექსპრესნიუსის“ წყარო ამბობს, არის ფილმები, რომლებსაც კინოთეატრებში არასრულწლოვნები ასაკობრივი შეზღუდვის მიუხედავად ესწრებიან. იგი ერთ-ერთ ასეთ ფილმად „დედპულს“ ასახელებს.

„რამდენიმე დღის წინ ვუყურე ამ ფილმს. მას არაერთი არასრულწლოვანი ესწრებოდა, მაშინ როდესაც ფილმში რამდენიმე პიკანტური სცენაა“, - აღნიშნავს რესპონდენტი.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „ექსპრესნიუსი“ დეტალების გარკვევას განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტთან შეეცადა. ასევე ჩვენ დავუკავშირდით კინო „რუსთაველისა“ და „ამირანის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის იურისტმა ოთარ ბეჟიტაშვილმა განუცხადა, +18 ფილმებს დაესწრებიან თუ არა ბავშვები, ამის კონტროლი კინოთეატრების მხრიდან უნდა მოხდეს.

კითხვაზე ეხება თუ არა სახელმწიფოს ამ საკითხის კონტროლი?

ბეჟიტაშვილმა აღნიშნა,რომ „სახელმწიფოს არ ეხება იმ გაგებით, რომ არ არსებობს მაკონტროლებელი ორგანო, რომლიც კინოთეტრში დაჯდება და ამას კონტროლს გაუწევს“.

„კანონმდებლობაში ჩვენ არ გვაქვს ასეთი რაღაც, რომ თუ დაირღვა ეს ნორმა და ვიღაც შეიყვანეს, მერე რა პასუხისმგებლობა დგება. კინოთეატრმა უნდა გააკონტროლოს, მაგრამ თუ ვერ გააკონტროლა ან არ გააკონტროლა, მერე რა პასუხისმგებლობა დგება ეს არც ადმინისტრაციულ კოდექსშია და შინაგან წესში თუ აქვთ არ ვიცი. ეს უნდა გააკონტროლოს კინოთეატრმა“, - განაცხადა ოთარ ბეჟიტაშვილმა.

„ექსპრესნიუსთან“ საუბარში კინო „რუსთაველისა და ამირანის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის პრესსამსახურის უფროსმა მაიკო სიხარულიძემ განაცხადა, რომ ამ საკითხის ვიზუალური კონტროლი ხდება.

მისივე განმარტებით, თუ მოლარეს ეჭვი ეპარება, რომ მაყურებელი არ არის  სრულწლოვანი, ის ამ შემთხვევაში პირადობის დამადასტურებელ მოწმობას სთხოვს.

ამასთან, სიხარულიძის განცხადებით, მშობელი თუ იღებს გადაწყვეტილებას, რომ ბავშვი შეიყვანოს და აყურებინოს  პიკანტურ სცენებს, კინოთეატრს არ აქვს უფლება წინ დაუდგეს და ჩაერიოს.

„როდესაც გადის ფილმი, რომელსაც აწერია  +18  ბუნებრივია, ჩვენ არ ვუშვებთ ბავშვებს.  ვიზუალურად ადამიანს ეტყობა 18 წლის არის თუ 12,  თავისთავად,  ცხადია მოლარე არ მიჰყიდის მას  ბილეთს. 

გარდა ამისა, თუ კი არის შემთხვევები,  მაგალითად, როდესაც გვეუბნებიან,  რომ იცით მე ვარ 18 წლის ან ორ დღეში  გავხდები 18 -ის , რასაკვირველია, ჩვენ ასეთ შემთხვევებშიც არ ვყიდით ბილეთს და მათ პირადობის დამადასტურებელ მოწმობას ვთხოვთ. ჩვენი მხრიდან ამ საკითხის მიმართ  ვიზუალური კონტროლი  ხდება და თუ კი ეჭვი გვეპარება, რომ მაყურებელი  არ არის სრულწლოვანი, პირადობის დამადასტურებელ მოწმობას ვთხოვთ.  თუ კი  მაყურებელი   იმყოფება მშობელთან ერთად, ჩვენ მშობელს ვაწვდით დეტალურ და სრულ  ინფორმაციას. მაგალითად იმასთან დაკავშირებით, რომ ფილმი არის საშინელებათა ჟანრის, არის პიკანტური სცენები და ა.შ.

 მშობელს დეტალურად ვაყენებთ საქმის კურსში, რომ სწორედ ამიტომ არ ვუშვებთ ბავშვებს ასეთი ჟანრის ფილმებზე. მშობელი თუ იღებს გადაწყვეტილებას, რომ ბავშვი შეიყვანოს და აყურებინოს  პიკანტური სცენები, ჩვენ უბრალოდ უფლება არ გვაქვს, ჩავერიოთ და  გადავუდგეთ წინ“, - განაცხადა მაიკო სიხარულიძემ.

თაკო მაქაცარია





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics