|
2024-12-01 04:51:41, 414 ნახვა
პოლიტიკა
ზალკალიანის გადადგომას ამერიკის ხმას ორი წყარო უდასტურებს
ქართულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დავით ზალკალიანმა, საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში თანამდებობა დატოვა. 30 ნოემბერს აღნიშნული ინფორმაცია "ამერიკის ხმას" საქმეში ჩახედულმა ორმა წყარომ დაუდასტურა, რომელთაც ვინაობის გამხელა არ ისურვეს. ცნობა ამ ფაქტის შესახებ პირველად ტელეკომპანია "ფორმულამ" გაავრცელა. ინფორმაცია საქართველოს საგარეო უწყებას ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია. მანამდე, თანამდებობა დატოვეს ნიდერლანდებში საქართველოს ელჩმა დავით სოლომონიამ და ბულგარეთში საქართველოს ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა. 28 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მათ შორის მოქმედმა დიპლომატებმა, მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლის ბოლომდე შეჩერების გადაწყვეტილება საჯარო, ღია წერილით გააკრიტიკეს. დიპლომატიური უწყების თანამშრომლები აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. მოქმედ დიპლომატთა ამ ნაბიჯს წინ უსწრებდა მმართველ პარტია "ქართულ ოცნებაში" 28 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლის ბოლომდე შეჩერებაზე და ამავე პერიოდში ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე უარის თქმა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)