06:28 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-29 18:08:28, 574 ნახვა

საზოგადოება
ემოციური საჩუქარი საბურთალოზე მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდებისათვის

საბურთალოს რაიონის გამგეობის პროექტის - „შეცვალე დამოკიდებულება“ ფარგლებში, რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში სპეციალური ღონისძიება გაიმართა. 

ბავშვებმა, რომელთა ტრანსპორტირება გამგეობამ უზრუნველყო, მშობლებთან ერთად იხილეს რევაზ მიშველაძის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „არ დამივიწყო“. ღონისძიებას ავტორიც ესწრებოდა. პირველად, სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, სპექტაკლის ჟესტების ენით თარგმნა განხორციელდა ყრუ და სმენადაქვეითებული ბავშვებისათვის.

სპექტაკლის შემდეგ სპეციალურად მოწვეულმა მეთოჯინეებმა პროექტის ბენეფიციარებისათვის პატარა სახელოსნო მოაწყვეს, სადაც ბავშვებმა წინასწარ მომზადებული მასალებით თოჯინები და ქაღალდის კონსტრუქციები გააკეთეს.

ღონისძიებას ესწრებოდა საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილე გაიოზ ვასაძე. მისი თქმით, პროექტი „შეცვალე დამოკიდებულება“ საბურთალოს რაიონის სკოლებში ხორციელდება და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე თანამოქალაქეების ცხოვრების შესახებ ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

„საბურთალოს რაიონის გამგეობამ ორი კვირის წინ დაიწყო კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტი „შეცვალე დამოკიდებულება“, რომლის ფარგლებში მრავალი საინტერესო ღონისძიება დაიგეგმა. დღეს ერთ-ერთ ასეთ ღონისძიებას დავესწარით და თავადაც იხილეთ, რამდენად ემოციური დღე იყო ამ ბავშვებისათვის. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ შშმ პირთა თემატიკაზე სხვადასხვა სახის პროექტებს საბურთალოს რაიონის გამგეობა მომავალშიც განახორციელებს“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

ღონისძიების დასრულების შემდეგ, პროექტის მონაწილე ბავშვებმა მსახიობებთან და პიესის ავტორთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics