10:57 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-30 11:56:57, 410 ნახვა

პოლიტიკა
საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტრო - საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმი და სამოქალაქო საზოგადოება დაცული უნდა იყოს

საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საფრანგეთი, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ქართველ ხალხთან მჭიდრო კავშირების შენარჩუნებასა და მათი ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას გააგრძელებს.

„ჩვენ შეშფოთებულები ვართ დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოყენებული რეპრესიების შესახებ ცნობებით და ჩვენი მოწოდება მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლების პატივისცემაა. ფუნდამენტური თავისუფლებები, პოლიტიკური პლურალიზმი და სამოქალაქო საზოგადოება დაცული უნდა იყოს. საფრანგეთი, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ქართველ ხალხთან მჭიდრო კავშირების შენარჩუნებასა და მათი ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას გააგრძელებს“,- ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის მიღებაზე სროლა ამძაფრებს სიტუაციას საიდუმლო სამსახურის არასაკმარისი დაფინანსების გამო
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
სროლაში ეჭვმიტანილმა აღიარა ტრამპის ადმინისტრაციაზე თავდასხმა
ტრამპზე სროლაში ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics