06:27 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-29 16:01:48, 481 ნახვა

საზოგადოება
ვასაძე: ჩვენი რეაქციის შედეგად, საგნის სტანდარტიდან სახიფათო ფორმულირებების დიდი ნაწილი ამოღებულია

ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებით,  საზოგადოების რეაქციის შედეგად,  სახიფათო და მიუღებელი ფორმულირებების დიდი ნაწილი საგნის "მე და საზოგადოება"  სტანდარტიდან  დროებით ამოღებულია.

პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტების სხდომაზე ვასაძემ იმ  სახიფათო ფორმულირებებზე ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, საგნის პირველ რედაქციაში იყო მოცემული:

"ჩვენს მიერ მიცემული რეაქციის შედეგად საგნის ე.წ. სტანდარტის ამჟამიდნელ რედაქციაში თქვენ ვერ ნახავთ ჯერჯერობით იმ ფორმულირებებს, რომელიც მის პირველ რედაქციაში იყო. იქ ეწერა მაგალითად, რომ ამ საგნის ფარგლებში  ჩვენს შვილებს უნდა დაავალონ, ითამაშონ როლური თამაშები ყველა სახის უმცირესობისა და განაცდევინონ მათ ჩაგვრა. იმავე რედაქციაში ეწერა,  რომ ბავშვებმა კლასში უნდა განიხილონ, რატომ ვერ უგებენ მათ ბოლომდე მშობლები და ოჯახის წევრები, რომ ბავშვმა  მშობლებს უნდა ჩაუტარონ ინტერვიუ, თუ რატომ არ იცავენ ისინი ჯანსაღი ცხოვრების წესს და წარმოადგინონ  ამ ინტერვიუს შედეგები კლასში. ამავე საგანში ეწერა და მგონი ახლაც  წერია, რომ მე-3, მე-4 კლასელ ბავშვს უნდა ასწავლონ ბიუჯეტირებისა და მეურნეობის საფუძვლები, სამშობლოს სიყვარული, გეოგრაფია, ისტორია და სხვა.ზემოთ ხსენებული საგანი ჩვენი შვილებისთვის საფრთხის შემცველია. ჩვენი საზოგადოების რეაქციის შედეგად, ამ სახიფათო და მიუღებელი ფორმულირებების დიდი ნაწილი მართლაც ამოღებულია დროებით ამ საგნის სტანდარტიდან. დარწმუნებული ვარ, საკმარისია ეს ფანჯარა გავაჩეხინოთ ჩვენს სკოლებში და ყოველივე ეს სწრაფად დაბრუნდება ამ სტანდარტსა და სახელმძღვანელობის მომდევნო რედაქციებში",-განაცხადა ლევან ვასაძემ.

ცნობისთვის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის  ინფორმაციით, საგანს საბოლოო ჯამში საზოგადოებრივი მეცნიერების საფუძვლები დაერქმევა:

„ის სტანდარტი, რომლზედაც ვმუშაობდით მე-3 მე-4 კლასელებისთვის, იქიდან ეს საკითხები მთლიანად ამოვა და ამ საგანს საბოლოო ჯამში დაერქმევა საზოგადოებრივი მეცნიერების საფუძვლები, რომელიც იქნება ის საბაზო განათლება საზოგადოებრივი მეცნიერების კუთხით, რომელიც ნამდვილად გადაუდებლად გვჭირდება. ამჯერად მესამე, მეოთხე კლასში, მაგრამ ჩვენ თუ გადავხედავთ ქვეყნების გამოცდილებას, ამ ქვეყნებს საზოგადოებრივი მეცნიერებები დანერგილი აქვთ სკოლამდელი განათლების ნაწილიდან“,-განაცხადა თამარ სანიკიძემ და დასძინა, რომ უცხო ქვეყნების და საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებებს რომლებსაც მე-3, მე-4 კლასში ნერგავენ „არაფერი საერთო არ აქვთ იმ ტყუილთან, ცილისწამებასთან, რაც რამდენიმე ადამიანის მხრიდან გაჟღერდა“, - აღნიშნა  განათლების მინისტრმა მთავრობის ერთ-ერთი  სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, შექმნილია პეტიცია, რომელიც სკოლებში  „ეროვნული იდენტობის შეურაცხმყოფელი საგნების არდაშვებას“ ითხოვს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics