|
2016-02-29 15:49:11, 682 ნახვა
საზოგადოება
ალექსი პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
პოლიტიკოსი, ალექსი პეტრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობას განაგრძობს. "თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივანი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმების თქმით, ალექსი პეტრიაშვილი მხოლოდ იმიტომ რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, რომ ექიმებმა კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში, მასზე დაკვირვება უნდა განახორციელონ. როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, ავთანდილ იმედაძე აცხადებს, მეორე ოპერაციის შემდეგ, რომელიც შაბათს გვიან ღამით ჩაუტარდა, პეტრიაშვილის მდგომარეობა ამ დროისთვის გაუმჯობესებულია. ამასთანავე ექიმები აცხადებენ, რომ პეტრიაშვილი არის კონტაქტური და ის მზად არის სამართალდამცავებმა დაკითხონ. "მისი მდგომარეობა, გვაძლევდა იმის შესაძლებლობას, რომ დაკითხულიყო, მაგრამ უეცარმა დაწყებულმა ტკივილმა, რა თქმა უნდა ამის შესაძლებლობა გადასწია. დღეისთვის, ვიცი, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელი აპირებს მოსვლას. ჩვენი შეფასებით, ეს შეხვედრა პრობლემას არ წარმოადგენს. სამართალდამცავები გვიკავშირდებიან და ჩვენ მზად ვართ, რომ ხელი შევუწყოთ და მისი დაკითხვის შესაძლებლობა მივცეთ", - განაცხადა ავთანდილ იმედაძემ. შეგახსენებთ, 26 თებერვალს, თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პერტიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს. მომხდარის შესახებ შეტყობინება გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში ახლომდებარე საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები მოქალაქისგან შევიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. შემთხვევა საბურთალოს პანთეონის ძმათა სასაფლაოს ტერიტორიაზე მოხდა. უკვე მეოთხე დღეა ალექსი პეტრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება. ამ დროის განმავლობაში, მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)