11:24 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-29 15:44:17, 646 ნახვა

პოლიტიკა
ლევან ვასაძე: "მე და საზოგადოება" შეკვეთილი და ინსპირირებულია უცხოური არასამთავრობოების მიერ

ბიზნესმენი ლევან ვასაძე პარლამენტარებს სთხოვს, ქართულ სკოლებში საგნის "მე და საზოგადოება" სასწავლო პროგრამაში შეტანა არ დაუშვან.

როგორც ვასაძემ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა  და კულტურის კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული საგნის სკოლებში შეტანა  არის შეკვეთილი და ის ბავშვების განვითარებას  საფრთხეს უქმნის.

"ჩემთვის ეს შენობა ძალიან ძვირფასია, მე იმის კედლებთან გავიზარდე. 1991 წლის 21 დეკემბერს ჩემს ლოგინში მეძინა აქედან 20 მეტრში და როცა ძმათა მკვლელი ომის კანონადან გამაღვიძა და მომიწია იატაკზე დავწოლილიყავი ჩემს მშობლებთან, ჩემს დასთან ერთად და 8 საათი იქ გამეტარებინა ფანჯრებში შემოვარდნილი ტყვიების ზუზუნში. 2 წლით ადრე რა დამავიწყებს 9 აპრილს და მხატვრის სახლში იმპროვიზებულ მორქში გაღვიძებას და სიცოცხლის სიხარულს და საშინელების განცდას, მრავალი წლის მანძილზე უცხოეთში ყოფნას უკიდურეს გაჭირვებაში, სიმარტოვეში საქართველოს მონატრებაში აქაურობა გამხსენებია.

დღევანდელი საკითხის მიმართ თითოეული ჩვენთაგანის პოზიციის დამოუკიდებლად დარწმუნებული ვარ, ყველას გვიყვარს შვილები და ვერ წარმომიდგენია, ამ დარბაზში ვინმე იჯდეს, ვინც არ იზიარებს ადამიანობის განმსაზღვრელ ამ ფუნდამენტალურ ფასეულობას. მე დღეს მოვედი, გთხოვოთ უმორჩილესად,  რომ  არავითარ შემთხვევაში არ დაუშვათ ჩვენს სკოლაში იმ საგნის შეტანა, რომლის სახელწოდებაცაა "მე და საზოგადოება" და რომელსაც ასე ლობირებს ჩვენი განათლების სამინისტრო. თითქმის ერთი წელია ვებრძვით ამ ინიციატივას, რომელიც, ჩემი ღრმა რწმენით,  არავითარ კავშირშია ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობის განათლების პრიორიტეტებთნ, არის შეკვეთილი და ინსპირირებული უცხოური არასამთავრობოების მიერ და პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი შვილების განვითარებას", -განაცხადა ლევან ვასაძემ.

ცნობისთვის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის  ინფორმაციით, საგანს საბოლოო ჯამში საზოგადოებრივი მეცნიერების საფუძვლები დაერქმევა:

„ის სტანდარტი, რომლზედაც ვმუშაობდით მე-3 მე-4 კლასელებისთვის, იქიდან ეს საკითხები მთლიანად ამოვა და ამ საგანს საბოლოო ჯამში დაერქმევა საზოგადოებრივი მეცნიერების საფუძვლები, რომელიც იქნება ის საბაზო განათლება საზოგადოებრივი მეცნიერების კუთხით, რომელიც ნამდვილად გადაუდებლად გვჭირდება. ამჯერად მესამე, მეოთხე კლასში, მაგრამ ჩვენ თუ გადავხედავთ ქვეყნების გამოცდილებას, ამ ქვეყნებს საზოგადოებრივი მეცნიერებები დანერგილი აქვთ სკოლამდელი განათლების ნაწილიდან“,-განაცხადა თამარ სანიკიძემ და დასძინა, რომ უცხო ქვეყნების და საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებებს რომლებსაც მე-3, მე-4 კლასში ნერგავენ „არაფერი საერთო არ აქვთ იმ ტყუილთან, ცილისწამებასთან, რაც რამდენიმე ადამიანის მხრიდან გაჟღერდა“, - აღნიშნა  განათლების მინისტრმა მთავრობის ერთ-ერთი  სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, შექმნილია პეტიცია, რომელიც სკოლებში  „ეროვნული იდენტობის შეურაცხმყოფელი საგნების არდაშვებას“ ითხოვს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics