|
2024-11-27 17:21:35, 4550 ნახვა
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 39 მოსწავლეს კომპიუტერები გადაეცა
კასპის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 39 მოსწავლეს, რომელთაც 2023/2024 სასწავლო წლის საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულეს, კომპიუტერები გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, კომპიუტერები მოსწავლეებს კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, მერის მოადგილემ ზურაბ კოპაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა, მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსმა თეა ხორბალაძემ და კასპის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა ნათია ილურიძემ გადასცეს. „წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები სახელმწიფო პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში გადაეცათ, რომლის მიზანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების გაძლიერება. კასპის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ მაისურაძემ წარჩინებულ მოსწავლეებს დამსახურებული ჯილდო მიულოცა და წარმატებები უსურვა სწავლის შემდგომ საფეხურზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)