|
2016-02-29 14:01:47, 880 ნახვა
საზოგადოება
ნაკიან წელს ქალებს შეუძლიათ მამაკაცებს ხელი სთხოვონ, უარის შემთხვევაში მამაკაცებს ჯარიმის გადახდა მოუწევთ
დედამიწა მზის გარშემო ბრუნვას 365 დღეს, 5 საათს, 48 წუთსა და 46 წამს ანდომებს. 4 წელიწადში ერთხელ ერთი დღის დამატება კალენდარს თითქმის 6-საათიანი სხვაობის შესავსებად ემატება. ძველად მიაჩნდათ, რომ ნაკიან წელს განსაკუთრებული, გამორჩეული ბედის ბავშვები იბადებოდნენ. ისინი დიდხანს იცოცხლებდნენ. სასურველია, მოუნათლავ პატარებს ნათლიად სისხლით ნათესავს ურჩევდნენ. საინტერესო რიტუალი არსებობს 29 თებერვალს დაბადებულ ბავშვის იუბილეს აღნიშნვასთან დაკავშირებით. თუ ბავშვი 29 თებერვალს ღამის 12 საათიდან დილის 6 საათამდე დაიბადებოდა, დაბადების დღეს 28-ში უხდიდნენ; თუ დილის 6 საათიდან 12 საათამდე დაიბადებოდა, 2 წელი 28 თებერვალს უხდიდნენ, შემდეგ პირველ მარტს. თუ ბავშვი 12 საათიდან საღამოს 6 საათამდე დაიბადებოდა. პირველ წელს 28 თებერვალს, მომდევნო დაბადების დღეებს 1 მარტს უხდიდნენ. ხოლო, თუ პატარა 18:00 საათის შემდეგ დაიბადებოდა, მის იუბილეს ყოველწლიურად 1 მარტს აღნიშნავდნენ. ცნობისთვის, ოთხ წელიწადში არსებულ ამ ერთადერთ დღეს, ანუ 29 თებერვალს დაბადების შანსი სამყაროში 1461-დან მხოლოდ ერთია. ასე რომ, შეიძლება ითქვას, ისინი ამით უკვე გამორჩეულები არიან. კაცობრიობა დიდი ხანია, არკვევს - დაიბადო ამ დღეს - ეს გამართლებაა თუ უიღბლობა? ზოგადად კი ერთ რამეში მაინც თანხმდებიან: 29 თებერვალს დაბადებულები მაგიური თვისებებით დაჯილდოებული, პარალელური სამყაროდან მოვლენილი არსებები არიან და ჩვენს ცხოვრებაშიც შემთხვევით არ ჩნდებია. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით საქართველოშიც რამდენიმე წესჩვეულება არსებობს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა ისტორიის დონეზე არსებობს და მეცნიერული მტკიცება საფუძველში არ უდევს. ასე მაგალითად, ნაკიან წელს, მკითხაობა დაუშვებელია. ძველად მიაჩნდათ, რომ ადამიანს ბედნიერება წაერთმეოდა. ასეთ წელს ცვლილებები არ შეიძლებოდა: ქორწინება (ჯვრისწერა და ხელის მოწერა), განქორწინება, ეცადეთ, შეძლებისდაგვარად მისამართი და სამსახური არ შეიცვალოთ. თუ წყვილი მაინც გადაწყვეტდა ქორწინებას პატარძალს რაც შეიძლება გრძელი კაბა უნდა სცმოდა. ცხოველების გაჩუქებაც კი არ იყო სასურველი. ამ დღის აღნიშვნის ყველაზე განსხვავებული და ორიგინალური ტრადიცია შოტლანდიასთანაა დაკავშირებული: ადრე იქ, ნაკიან წელს, ქალს უფლება ჰქონდა მამაკაცისთვის ოჯახის შექმნის წინადადება პირველს შეეთავაზებინა, უარის შემთხვევაში მამაკაცი ჯარიმას იხდიდა. როგორც ჩანს, შოტლანდიის გარდა, კაცების უფლებების შემლახველი ეს ტრადიცია არც ერთმა სხვა ქვეყანამ არ გაითავისა. ამიტომ ხშირ შემთხვევაში ითვლება, რომ 29 თებერვალი საიდუმლოებით მოცული საკრალური დღეა, როცა ადამიანების თავს უცნაურობები ხდება. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით , Google-მა თავის ძიებაში თემატური "ნუდლი" განათავსა, რაც ნებისმიერ მომხმარებელს ნაკიან წელთან დაკავშირებით ძირითად ინფორმაციას მიაწვდის. დაბოლოს, ნაკიანი წლები დადგება: 2020, 2024, 2028, 2032, 2036, 2040 და მომდევნო, ყოველ 4 წელიწადში ერთხელ.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)