09:37 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-29 12:58:47, 661 ნახვა

სამართალი
ბესელია: ევა გოცირიძეს ევროსასამართლოსთან მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლედ ევა გოცირიძის კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით, კითხვები არ აქვს.

როგორც ბესელია ამბობს, ევროსასამართლოს  მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი  გამჭვირვალე იყო. მისივე თქმით, ევა გოცირიძეს ევროსასამართლოსთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, ასევე არის ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, რამდენიმე სამეცნიერო  ნაშრომის ავტორი და  სასამართლოს დოქტორი.

"ევროსასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კონკურსის პირველი ეტაპი,  ეს იყო საკმაოდ გამჭვირვალე, საკმაოდ ღია. კომისია იყო საკმაოდ მრავალფეროვანი და მასში მონაწილეობდა ყველა ის ინსტიტუცია, რომელიც უნდა იყოს ჩართული ამ ტიპის შერჩევის პროცესში. საბოლოო შედეგებით ის ხუთეულში მოხვდა სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ევროსასამართლოსთან მუშაობის, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით სამეცნიერო ნაშრომებით, სასამართლის დოქტორია სწორედ ამ მიმართულებით მუშაობდა  და ისევე როგორც სხვა ქალ კანდიდატებთან ერთად, მან დააგროვა იმდენი ქყულა ყველა კონკურსის მონაწილეთა  საერთო შეფასებით, და საკმაოდ რთული სტრუქტურაა შეფასების, არა მხოლოდ ერთგვარი შეფასებაა, იქ არის სხვადასხვა ქულების შეჯამება, რომ საბოლოო ჯამში ხუთეულში იყო წარმოდგენილი ქალბატონი გოცირიძის კანდიდატურა,  ისევე,  როგორც სხვა ორი ქალის. ინტერესთა კონფლიქტი არ იყო იმდენად რამდენაც იუსტიციის მინისტრს ერთი ხმა აქვს,  ისევე როგორც ყველა სხვა დანარჩენს", - განაცხადა ეკა ბესელია.

შეგახსენებთ, სამთავრობო კომისიამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა ხუთი კანდიდატი შეარჩია:  ალექსანდრე ბარამიძე, ნანა მჭედლიძე, გიორგი ბადაშვილი, ანა დოლიძე და ევა გოცირიძე.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილს სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლედ ევა გოცირიძის კანდიდატურის შერჩევა,  კითხვებს უჩენს. ხატიაშვილი ამბობს, რომ ევა გოცირიძემ ლევან მურუსიძეს მოსამართლედ დანიშვნისას ხმა მისცა და დღეს გამოიკვეთა, რომ სინამდვილეში ხელისუფლება  ლევან მურუსიძეს ევა გოცირიძის ხელით ლობირებდა.

ზაზა ხატიაშვილი  ევა გოცირიძის კანდიდატურის წარდგენის შემთხვევაში, ევროპის საბჭოში შიმშილობით იმუქრება.

ცნობისთვის, სპეციალური სამთავრობო კომისიის წევრები არიან: იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ხათუნა თოთლაძე ; საქართველოს მთავრობისსაპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე; საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე; საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია;  საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე;  საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე  მზია თოდუა; საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი;  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თაავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ირაკლი ბურდული; კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი.

კომისია იმ 11 კანდიდატს გაესაუბრა, რომლებმაც შერჩევის წინა ორი ეტაპი წარმატებით გაიარეს. გასაუბრების შედეგად შერჩეული ხუთი კანდიდატიდან მთავრობა სამ კანდიდატს შეარჩევს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე წარსადგენად.

მთავრობის მიერ დამტკიცებული 3 კანდიდატიდან ერთ-ერთს ევროპის საბჭო 2016 წლის შემოდგომაზე აირჩევს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics