09:37 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-29 12:41:50, 554 ნახვა

სამართალი
ხატიაშვილი ევა გოცირიძის კანდიდატურის წარდგენის შემთხვევაში, ევროსაბჭოში იშიმშილებს

სამთავრობო კომისიამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა ხუთი კანდიდატი შეარჩია:  ალექსანდრე ბარამიძე, ნანა მჭედლიძე, გიორგი ბადაშვილი, ანა დოლიძე და ევა გოცირიძე.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილს სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლედ ევა გოცირიძის კანდიდატურის შერჩევა,  კითხვებს უჩენს. ხატიაშვილი ამბობს, რომ ევა გოცირიძემ ლევან მურუსიძეს მოსამართლედ დანიშვნისას ხმა მისცა და დღეს გამოიკვეთა, რომ სინამდვილეში ხელისუფლება  ლევან მურუსიძეს ევა გოცირიძის ხელით ლობირებდა.

ზაზა ხატიაშვილი  ევა გოცირიძის კანდიდატურის წარდგენის შემთხვევაში, ევროპის საბჭოში შიმშილობით იმუქრება.

"თუ ხელისუფლების წარმომადგენლობისთვის არ იყო ამორალური ლევან მურუსიძესთან მხარდაჭერა, ჩემგან კითხვის ნიშნები გააჩინა და ფაქტობრივად როდესაც აღმოჩნდა, რომ ევა  გოცირიძემ მიიღო ხელისუფლების წარმომადგენლების ხმები, ეს უკვე არის დადასტურება იმისა, რომ ლევან მურუსიძეს ლობირებდა ხელისუფლება ევა გოცირიძის ხელით. მე ვაპირებ, კვირიკაშვილი გავაფრთხილო, რომ სახელმწიფო აღმოჩნდება ცუდ მდგომარეობაში, თუ ევა გოცირიძის წარდგენა მოხდება. მე პირადად და ანაც ალბათ შემომიერთდება, ჩვენ წავალთ ევროპის საბჭოში,  აუცილებლად იქ გამოვაცხადებთ შიმშილობას. ეს იქნება სკანდალი", - განუცხადა ზაზა ხატიაშვილმა "რუსთავი2"-ს.

ცნობისთვის, სპეციალური სამთავრობო კომისიის წევრები არიან: იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ხათუნა თოთლაძე ; საქართველოს მთავრობისსაპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე; საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე; საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკაბესელია;  საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე;  საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე  მზია თოდუა; საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი;  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი ზაზა ხატიაშვილი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ირაკლი ბურდული; კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი.

კომისია იმ 11 კანდიდატს გაესაუბრა, რომლებმაც შერჩევის წინა ორი ეტაპი წარმატებით გაიარეს. გასაუბრების შედეგად შერჩეული ხუთი კანდიდატიდან მთავრობა სამ კანდიდატს შეარჩევს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე წარსადგენად.

მთავრობის მიერ დამტკიცებული 3 კანდიდატიდან ერთ-ერთს ევროპის საბჭო 2016 წლის შემოდგომაზე აირჩევს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics