09:00 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-29 10:08:37, 509 ნახვა

სამართალი
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ნარკოტიკები ამოიღო

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული ნიკა ქ. თბილისში, დიღმის მასივში დააკავეს.

"სამართალდამცველებმა, ნიკა ქ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, „ა-კა-ემ-ეს“-ის მოდელის 2 არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „ა-კა-ემ“-ის მოდელის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „ნაგანის“ სისტემის 2 რევოლვერი, „ჩე-ზე“-ს მოდელის პისტოლეტი, „კოლტის“ მოდელის პისტოლეტი, „Ortgies“-ის მოდელის პისტოლეტი, 282  საბრძოლო ვაზნა და 4 მასრა ამოიღეს.  დაკავებულის ბინის ჩხრეკისას ასევე ამოღებულია 1,37 გრამი გამომშრალი მარიხუანა და 0,0635 გრამი ნარკოტიკული საშუალება კოკაინის მარილი, რომელიც შეიცავს ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას",-აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 260-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics