|
2016-02-28 19:57:17, 592 ნახვა
საზოგადოება
აღსრულების ეროვნული ბიურო მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახურის 6 თვის ანგარიშს აქვეყნებს
აღსრულების ეროვნულ ბიუროს მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახური 2015 წლის მეორე ნახევარში, 6 თვის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოს ანგარიშს წარადგენს. 2015 წლის ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით სამსახურმა ჯამში 1 400-ზე მეტი აქტივობა განახორციელა. მომზადდა 43 ანალიზი და ანგარიში, სადაც მოხდა მიმდინარე საქმეების დეტალური შესწავლა, მხარეთა ინტერესების დარღვევის იდენტიფიცირება და მათი ანალიზი, რის შემდგომაც სამსახურმა მომზადდა 121 რეკომენდაცია. მათ შორის: ერთი სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული რამდენიმე ფინანსური ვალდებულების შემთხვევაში, საფასურის გამოთვლა მოხდეს თანხების დაჯამებით. ასევე, თუკი მოვალის ფინანსური ვალდებულება ბევრად ნაკლებია, ვიდრე მისი უძრავი ქონების ღირებულება, მისი აუქციონზე რეალიზაციამდე მოხდეს ყველა სხვა რესურსის ამოწურვა ვალდებულების შესრულებისთვის, მათ შორის შუამდგომლობა მხარეთა შორის შეთანხმების მიღწევის მიზნით. აღსრულების პოლიციას მიეცა რეკომენდაცია, რომ გამოსახლების პროცესის ჩანიშვნამდე მოხდეს მოვალის სოციალური მდგომარეობის გამოკვლევა სოციალური სააგენტოს ერთიან ბაზაში. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მხარეთა ინტერესების სამსახურის რეკომენდაციების აბსოლუტური უმრავლესობა გაიზიარა და პრაქტიკაში დანერგა. განხორციელდა 332 მისამართზე გასვლა აღმასრულებლებთან ერთად, რომლის ფარგლებშიც მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახურის მენეჯერები ახორციელებენ მხარეთა უფლებების განმარტებასა და კანონიერი ინტერესების დაცვას. ასევე მათი ჩართულობის ერთ-ერთი მიზანია, მაქსიმალურად შეეწყოს ხელი მოვალის მხრიდან ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულებას. განხორციელდა 135 დასწრება გამოსახლებებსა და დემონტაჟზე, სადაც მხარეთა ინტერესების დაცვის მენეჯერების მხარეებთან აქტიური კომუნიკაციით, ხდება მათი ინფორმირება საქმის მიმდინარეობის შესახებ, სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა, შუამდგომლობა თვითმმართველ ორგანოებთან მათთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით. მსგავსი აქტიური თანამშრომლობით, ხშირია გამოსახლებული ოჯახების ადგილობრივი გამგეობის მიერ ბინის ქირით უზრუნველყოფის შემთხვევები. მხარეთა ინტერესების დაცვის მენჯერების სამართლებრივი კონსულტაციის შედეგად გაიზარდა საქმეების მორიგების გზით დასრულების მაჩვენებელი. მხარეებთან ჩატარდა 759 შეხვედრა, სადაც მოხდა მოქალაქეთა მიერ დასმული საკითხების შესწავლა და მათი მოთხოვნათა შესრულების შემდგომი კოორდინაცია. მოქალაქეებთან პირადი თუ სატელეფონო კომუნიკაცია მიზნად ისახავს მხარეთა მორიგებას წარმოების ფარგლებში. მსგავსი კომუნიკაციით შედეგად, უმეტეს შემთხვევაში, მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას. მხარეთა კანონიერ ინტერესებს შორის ბალანსის შენარჩუნების მიზნით აღსრულების ეროვნულ ბიუროში მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახური 2013 წელს შეიქმნა. სამსახური აქტიურ მონაწილეობას იღებს მხარეთა ინტერესების დარღვევის რისკების მინიმალიზაციაში, ასევე მსგავსი შემთხვევების იდენტიფიკაციასა და გამოვლენაში.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)