|
2024-11-20 16:55:51, 637 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსები კიევის სამთავრობო უბანზე სარაკეტო თავდასხმას გეგმავენ
დასავლური ქვეყნები, უკრაინაზე მოსალოდნელი მასშტაბური და კომბინირებული სარაკეტო/საჰაერო თავდასხმის ფონზე, ერთმანეთის მიყოლებით ხურავენ კიევში თავიანთ საელჩოებს. უკრაინულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ დღეს მოსალოდნელი სარაკეტო თავდასხმისას, რუსეთი გამოიყენებს დიდი რაოდენობით საჰაერო და საზღვაო ბაზირების ფრთოსან რაკეტებს, აქამდე ნაცნობ ბალისტიკურ და აერობალისტიკურ რაკეტებს, დრონებს და რაც ყველაზე მთავარია, შესაძლოა რუსეთმა დედაქალაქ კიევის მიმართულებით გაისროლოს РС-26 «Рубеж» -ის ტიპის საკონტინეტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა, არაბირთვული, მსხვრევად-ფუგასური ან თერმობარიული ქობინით, რომლის წონა 1.2 ტონაა, რაკეტის მოქმედების მანძილი 6000 კმ-ია და სიჩქარე 24 500კმ/სთ(20 მახი). სავარაუდოდ, რაკეტის გაშვება იგეგმება ასტრახანის ოლქში მდებარე, კაპუსტინ იარის სარაკეტო პოლიგონიდან და მიზანში იქნება ამოღებული, კიევში მდებარე სამთავრობო უბანი. კიევში ესპანეთის, იტალიის და საბერძნეთის საელჩოები დროებით დაიხურა. ასევე, ყაზახეთის საელჩო მოუწოდებს თავის მოქალაქეებს, რომ უკრაინის ტერიტორია დატოვონ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)