|
2024-11-18 17:54:32, 334 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე „სახალხო პარლამენტზე“ - თუნდაც 150-ვე დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი იყოს, არანაირი პრობლემა არ არის
მანდ პრემიერიც სალომე ზურაბიშვილი იყოს, რა მნიშვნელობა აქვს, რა პრობლემაა? ორივე ერთად იყოს. თუნდაც 150-ვე დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი იყოს, არანაირი პრობლემა არ არის,- ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას, ოპოზიციის მიერ დაანონსებულ „სახალხო პარლამენტის“ შექმნის იდეას, რომლის ხელმძღვანელადაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოიაზრება. მერის თქმით, „სახალხო მთავრობა“ დღეს „ქართული ოცნების“ სახითაა წარმოდგენილი, რომელიც ქვეყნის ინტერესების დაცვას ნებისმიერ შემთხვევაში უზრუნველყოფს. „სახალხო მთავრობა დღეს წარმოდგენილია „ქართული ოცნების“ სახით, რომელსაც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ ჩააბარა მმართველობა და ის წარმოადგენს და იცავს ქვეყნის ინტერესს. „ქართული ოცნება“ არის ის გუნდი, რომელიც ინარჩუნებს მშვიდობას, სიმშვიდეს, ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და რაც უნდა შემოტევა იყოს, რაც უნდა შეურაცხმყოფელი განცხადებები კეთდებოდეს, იყოს მუქარები, ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ჩვენს ქვეყანას, დავიცავთ ეროვნულ ინტერესს და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)