04:35 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-28 14:11:56, 485 ნახვა

საზოგადოება
„ქართული ოცნების“ ოფისთან აქციის მონაწილეები „რესპუბლიკური პარტიის“ მიერ პარლამენტის დატოვებას ითხოვენ

კოლიაცია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.  

აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ „რესპუბლიკურმა პარტიამ“ პარლამენტი დატოვოს.

როგორც არასამათავრობო ორგანიზაცია „კონსულტაციისა და სამართლებრივი ანალიზის ცენტრი"-ს თავმჯდომარემ ნათელა კურტანიძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, „რესპუბლიკელები“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეკრულები არიან.

„რესპუბლიკური პარტია“ არ არის ხალხის მიერ არჩეული პარტია. ისინი შემთხვევით მოხვდნენ პარლამენტში. „რესპუბლიკელებს“  მაღალი თანამდებობები უკავიათ. პარლამენტის თავმჯდომარეს საწყალი ხალხისკენ არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს, ერთი კარგი არ გაუკეთებია. მას შეეძლო შუამავალი ყოფილიყო სახელმწიფოსა და გაჭირვებულ ხალხს შორის, მაგრამ მათ ჩვენნაირი ადამიანები არ სჭირდებათ.  თუმცა მარადიული არაფერია. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ისინი წავიდნენ პარლამენტიდან. ისინი ხალხს ეჯავრება, დაზარალებული ვარ, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ქონება წამართვეს და დღეს, აქ მყოფი ადამიანები გაჭირვებამ დაგვაკავშირა. დღეს ცოტა ვართ, ხვალ ათი ათასობით გავხდებით. "რესპულიკელები" „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეკრულები არიან. „ნაციონალებმა" დაგვაქციეს, ესენი უარესს გვიშვებიან“,-განაცხადა ნათელა კურტანიძემ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics