04:06 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-18 13:22:28, 408 ნახვა

პოლიტიკა
ბუღაძე - რა იქნება გეგმა? გეგმა გულისხმობს იმას, რომ ადამიანი გამოვიდეს პირადი კომფორტის ზონიდან და ქუჩაში დადგეს [ვიდეო]

ყველა გვეკითხება, რა იქნება გეგმა? გეგმა გულისხმობს იმას, რომ ადამიანი გამოვიდეს პირადი კომფორტის ზონიდან, გამოვიდეს “ფეისბუქიდან“, სოციალური ქსელებიდან და გამოვიდეს ქუჩაში,- ამის შესახებ მწერალმა ლაშა ბუღაძემ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე “ექსპრესნიუსთან“ განაცხადა, სადაც კარვებია გაშლილი და 24-საათიანი პროტესტია დაგეგმილი.

ბუღაძის თქმით, “ქართულ ოცნებას“ არჩევნების ლეგიტიმაციის საშუალებას არ მისცემენ“.

“ჩვენი პროტესტი ყველამ იცის რის წინააღმდეგაც არის. “ქართულმა ოცნებამ“ გააყალბა არჩევნები, ჩვენ მათ არ მივცემთ ლეგიტიმაციის საშუალებას, ამ ბანდიტურ დაჯგუფებას...

ყველა გვეკითხება, რა იქნება გეგმა? გეგმა ეს არის, არის რთული დღეები და ამ პროცესში გეგმა გულისხმობს იმას, რომ ადამიანი გამოვიდეს პირადი კომფორტის ზონიდან, გამოვიდეს “ფეისბუქიდან“, სოციალური ქსელებიდან და გამოვიდეს ქუჩაში. რაც უფრო მეტი ხალხი იქნება, მით უფრო მალე მივაღწევთ მიზანს...

ბატონ კალანდარიშვილს დამღა რომ აქვს პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, თუ ისევ ამ ხალხმა უნდა ჩაატაროს არჩევნები, ხომ ვნახეთ, რა არჩევნები ჩაატარეს? ეს იქნება მათი ბოლო არჩევნები. პოლიტიკა ქრება და საქართველო კარგავს პერსპექტივას. ამიტომ, აქ ხალხი უნდა ენაცვლებოდეს ერთმანეთს, ვიღაც წავა, ვიღაც მოვა. პროტესტის გრძნობა არის და უნდა იყოს!“- განაცხადა ბუღაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ, 17 ნოემბერს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კარვები გაშალეს. აქციის მონაწილეებმა, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ, პროტესტის ნიშნად ღამე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაშლილ კარვებში გაათენეს. ცნობილია, რომ ჭავჭავაძის გამზირზე პროტესტის ეს ფორმა 20:00 საათამდე გაგრძელდება.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics