04:06 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-18 09:02:38, 371 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო დღეს საქართველოს საკითხზე იმსჯელებს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო, 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების ფონზე, საქართველოში არსებულ ვითარებაზე დღეს იმსჯელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო ავრცელებს.

საბჭოს ცნობით, საქართველოს საკითხი დღის წესრიგში უკრაინის შემდეგ რიგით მეორე საკითხი იქნება.

საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა ბრიუსელში 18 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 09:30 საათზე დაიწყება და მას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს.

საბჭოს დღის წესრიგის თანახმად, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ რუსეთის აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ - ევროკავშირის პასუხზე რუსეთის აგრესიულ ომზე უკრაინის წინააღმდეგ.

ამასთან, მინისტრები განიხილავენ ევროკავშირი-აშშ ურთიერთობებს. კერძოდ, ევროკავშირის მინისტრები, სავარაუდოდ, განიხილავენ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს აშშ-ის 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების გათვალისწინებით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics