09:36 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-27 22:30:23, 430 ნახვა

პოლიტიკა
სესიაშვილი: არა მარტო ჩვენ - დეპუტატები, არამედ მინისტრებიც კი არ დადიან დაცვით

''არა მარტო ჩვენ - დეპუტატები, არამედ მინისტრებიც კი არ დადიან დაცვით'' - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა რუსთავი 2ის პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით ის ყველგან დაცვის გარეშე დადის და ეს აბსოლუტურად ნორმალურია. ის აღნიშნავს, რომ არა მარტო დეპუტატები, არამედ მინისტრებიც კი დაცვის გარეშე დადიან.

''არა მარტო ჩვენ - დეპუტატები, არამედ მინისტრებიც კი, რომელთაც ეკუთვნით კანონმდებლობით დაცვით სიარული ისინიც კი არ დადიან. ეს არის აბსოლუტურად ნორმალური. მე შეგიძლიათ მნახოთ, აბსოლუტურად მარტო ყოველგვარ თანხმლებ პირებთან ერთად ბაზრობაზე, ბაზარში, სტადიონზე და ყველგან,'' - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ის ქვეყანაში ნებისმიერი მოქალაქის მიმართ განხორციელებულ დანაშაულზე ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს, თუმცა ნაციონალურ მოძრაობას წარსულს ახსენებს და ამბობს, რომ დღეს ქვეყანაში ყველა უფრო დაცულად გრძნობს თავს ვიდრე წინა ხელისუფლების დროს.

'' ნაციონალური მოძრაობიდან ხშირად საუბრობენ, რომ ჩვენ დაუცველები ვართო. როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში მათი უმრავლესობა დაცვით დადიოდა. რატომ დადიოდნენ დაცვით თუკი უსაფრთხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ. მას შემდეგ რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში მათ უმრავლესობამ უარი თქვა დაცვაზე. ალბათ უფრო დაცულად გრძნობენ თავს,'' - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics