09:36 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-27 19:24:13, 454 ნახვა

პოლიტიკა
ხიდაშელი: იმედია, ცენტრალური აფრიკის ხელისუფლება საშუალებას მოგვცემს ვესაუბროთ მათ, ვინც ჩვენს ჯარისკაცებს ბრალდებებს უყენებს

იმედი გვაქვს ცენტრალური აფრიკის ხელისუფლება საშუალებას მოგვცემს ვესაუბროთ იმ ადამიანებს, ვინც ბრალდებებს უყენებს ჩვენს ჯარისკაცებს, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მოკვლევის პირველი ფაზა უკვე დასრულდა და თავდაცის სამინისტრომ გააკეთა ყველაფერი, რაც შესაძლებელი იყო.

მისივე თქმით, ქართულმა მხარემ ბრიუსელში ევროპის სარდლობასთან და ფრანგულ მხარესთან შეხვედრები გამართა.

„ჩვენ დავასრულეთ მოკვლევის ფაზა, ის რაც თავდაცვის სამინისტროს შეეძლო დღევანდელი მდგომარეობით გაეკეთებინა. ჩვენ აბსოლუტურად ყველაფერი გავიარეთ. მოგეხსენებათ, რომ მე ვიყავი ბრიუსელში, სადაც შევხვდით ევროპისა და კერძოდ საფრანგეთის სარდლობასაც, რომელიც პასუხისმგებელია აღნიშნულ საკითხზე. მივიღეთ სრული წვდომა ყველა საჭირო მასალასთან, რომელიც ბრიუსელშია დაცული. პრაქტიკულად მოკვლევის ყველა ეტაპი დასრულებულია. ჯგუფი შედგენილია და მიმდინარეობს ცენტრალურ აფრიკაში გამგზავრების მზადება. ჯგუფი შედგება სამხედრო პოლიციელებისგან, ასევე პროკურორებისგან და დამოუკიდებელი ექსპერტებისგან. ჩემთვის სურათი ნათელია. ჩვენ დაველოდებით მათ დაბრუნებას საქართველოში. იმედი გვაქვს ცენტრალური აფრიკის ხელისუფლება საშუალებას მოგვცემს ვესაუბროთ იმ ადამიანებს, ვინც ბრალდებებს უყენებს ჩვენს ჯარისკაცებს, ჩვენ არ ვიცით ამის საშუალება მოგვეცემა თუ არა, თუმცა ჩვენ უკვე ვაჩვენეთ, რომ მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ და ყველა რესურსი გამოვიყენოთ რათა სიმართლე დადგინდეს,"- განაცხადა ხიდაშელმა“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ცნობისთვის, 30 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც  ცენტრალურ აფრიკაში სამშივდობო მისიებში მონაწილე ფრანგ და ქართველ სამხედროებს ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში იღემდნენ მონაწილეობას.
საუბარი იყო 2013 წლის დეკემბრიდან 2014 ივნისამდე პერიოდზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics