|
2024-11-15 14:58:21, 290 ნახვა
საზოგადოება
ჩინეთის ქალაქ შანხაიში, ღვინის გამოფენაში ქართული ღვინის მწარმოებელი 24 კომპანიის თანამშრომელი მონაწილეობდა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ შანხაიში, ღვინის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და მნიშვნელოვანი გამოფენაში ProWine Shanghai, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ქართული ღვინის მწარმოებელი 24 კომპანია მონაწილეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში, ბოლო წლების განმავლობაში, ჩინეთის სახლახო რესპუბლიკაში სხვადასხვა სახის მარკეტინგულ კამპანიას აქტიურად ახორციელებს. “ProWine Shanghai-ის და მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო გამოფენები უმნიშვნელოვანესია ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისთვის, რადგან მათ ღვინის წამყვანი სპეციალისტები, იმპორტიორები და მედიის წარმომადგენლები სტუმრობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ProWine Shanghai-ს, ტრადიციულად, საერთო ჯამში, 100 ათასზე მეტი ვიზიტორი, მათ შორის, დისტრიბუტორი, იმპორტიორი და ღვინის პროფესიონალი ესწრება“,- განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ, რომელიც აღნიშნულ გამოფენას დაესწრო. ამასთან ერთად, ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო გამოფენის ფარგლებში გამართულ “ქარვისფერი ღვინის სიმპოზიუმზე“, რომელსაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წამყვანი ღვინის ექსპერტები, მედიის წარმომადგენლები, სომელიეები, იმპორტიორები და დისტრიბუტორები დაესწრნენ. სიმპოზიუმზე წარმოდგენილი იყო მსოფლიოს 13 ქვეყანა, მათ შორის, იტალია, საფრანგეთი, ავსტრალია, ესპანეთი, ავსტრია და სხვა. სიმპოზიუმზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ მსოფლიო ღვინის ბაზარზე იზრდება ქარვისფერ ღვინოზე მოთხოვნა და, საქართველოსთან ერთად, სადაც სათავეს იღებს ქარვისფერი ღვინო, მისი წარმოებით სულ უფრო მეტი და მეტი ქვეყანა ინტერესდება. სიმპოზიუმის ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის, მათ შორის, ქარვისფერი ღვინის, ქართულ და ჩინურ კერძებთან შეხამების მასტერკლასი, რომელსაც ცნობილი ქართველი შეფმზარეული თეკუნა გაჩეჩილაძე ჩინელ კოლეგასთან.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)