|
2024-11-15 12:45:50, 1506 ნახვა
რეგიონი
ნინო ნიჟარაძე Digital Knowledge-ის აღმასრულებელ მენეჯერსა და Vitaars-ის სამედიცინო დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეხვდა
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე იაპონური კომპანია Digital Knowledge-ს აღმასრულებელ მენეჯერს და კომპანია Vitaars-ის სამედიცინო დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, იოშიჰირო გიოდა და კენჯი იჩიმურა საქართველოში, მათ შორის აჭარაში, მედდების უწყვეტი განათლების პლატფორმის შექმნის და ტრენინგ-კურსების დისტანციურ რეჟიმში დანერგვის პროექტზე მუშაობენ. “იაპონური კომპანიების წარმომადგენლებმა საქათველოში აღნიშნულ პროექტზე მუშაობა მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყეს. ამ ხნის განმავლობაში სამუშაო შეხვედრები გაიმართა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებთან. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში გამართული მორიგი შეხვედრის მიზანს, პროექტის მიმდინარეობის მიმოხილვა და სამომავლო გეგმების განხილვა წარმოადგენდა. პროექტის განხორციელება იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იგეგმება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)