2024-11-14 11:01:31, 414 ნახვა
მსოფლიო
ეგვიპტეში ავარიის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა - არიან დაშავებულები
ეგვიპტის დედაქალაქ კაიროს ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე პროვინცია პორტ-საიდში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 5 პირი. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ავტოავარიის დროს ერთმანეთს სატვირთო მანქანა, ავტობუსი და 3 სხვა მანქანა შეეჯახა.
ადგილზე სასწრაფო დახმარების და უსაფრთხოების სამსახურის ჯგუფები იყვნენ მობილიზებული.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,