04:35 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-27 16:50:32, 635 ნახვა

საზოგადოება
მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან „პანორამა თბილისის“ საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან „პანორამა თბილისის“ საწინააღმდეგო აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი, მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლეს.

როგორც ადგილიდან „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება, აქციის მონაწილეები „პანორამა თბილისის“ პროექტისთვის სხვა ადგილის შერჩევას და პრემიერთან შეხვედრას ითხოვდნენ. მათივე განცხადებით, თუ მოთხოვნები არ შესრულდება, ისინი უკიდურეს ზომებს მიმართავენ.

„ეს ქალაქი არ იყო არც მიხეილ სააკაშილის ყანა და არ იქნება არც ივანიშვილის ყანა, რომ სადაც რა უნდა ის განათავსონ. ჩვენ ვითხოვთ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას და თუ ის არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი და არა პირადად ბიძინა ივანიშვილის, ის შეხვდება საკუთარ მოქალაქეეებს, მოხდება ამ თემის განხილვა და ყველა ერთად გადაწყვეტს, სად უნდა განთავსდეს ეს პროექტი. პროექტის განორციელება იქ, სადაც იგეგმება, არ მოხდება“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა.

აქციის მონაწილეებს ადგილზე ტრანსფარანტები ჰქონდათ მიტანილი, წარწერით - „არა პანორამას“ „შეწყდეს მშენებლობა“ და სხვა. ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics